სალომე სამადაშვილის განცხადებით, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია

„ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია. ამის შესახებ სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის და უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის. იცით, რომ 15 წელია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხორციელდება, რომელიც ამ ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია და ის ჩამოდის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის, მისი უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. ცხადია, რომ როცა რამდენიმე კვირაში ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, მნიშვნელოვანია რას მოისმენს ის საქართველოში. რაც შეეხება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, სამწუხაროა, რომ ამ ვიზიტისთვის "ქართული ოცნების" დამსახურებით რეალურად არანაირი პროგრესი არ გვაქვს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების დიდი უმრავლესობა დღემდე დარჩენილიყო შეუსრულებელი. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტი მხარდაჭერას გამოხატავს ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის",- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო