იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს

იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, ჰიროკაძუ მაცუნოს განცხადებით, რუსეთი ცდილობს, რომ კურილის კუნძულებთან ჰუმანიტარული გაცვლების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა იაპონიის მთავრობაზე გადაიტანოს.

„ეს სიტუაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა და რუსული მხარის მცდელობები პასუხისმგებლობა იაპონიაზე გადაიტანოს, უაღრესად უსაფუძვლო და აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს აღნიშნული პროექტები“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების საპასუხოდ იაპონიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ოფიციალურ ტოკიოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების საკითხზე მოლაპარაკებებს წყვეტს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა