ლატვიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება

ლატვიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება. 5 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ლატვიის ტერიტორიაზე, ქვეყნის ეროვნული შეიარაღებული ძალების ორგანიზებით, კომპლექსური სამხედრო წვრთნები - Namejs 2023, ჩატარდება. ინფორმაციას Delfi ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, წვრთნებში აშშ-დან, დანიიდან, ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, ასევე ლატვიაში არსებული ნატოს საბრძოლო ჯგუფის, ლატვიაში ნატოს ძალების საინტეგრაციო ქვედანაყოფის სამხედროები და ლატვიაში კანადის შეიარაღებული ძალების მეთაურობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

„წვრთნების მხარდაჭერას რეაგირების გაერთიანებული ძალები უზრუნველყოფენ. წელს პირველად წვრთნების ორგანიზება ნატოს დივიზიასთან - „ჩრდილოეთთან“, ერთობლივად მოხდება. ერთდროულად ქვეყნის ტერიტორიაზე ყოველწლიური წვრთნა „ვერცხლის ისარი“ ჩატარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სულ წვრთნებში დაახლოებით 8500 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის