დენიელ ფრიდი - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერია - იმპიჩმენტის საფუძველი ჩემთვის გაუგებარია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ვიცნობ და ის საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი, თანმიმდევრული დამცველია და ბიძგს აძლევს ამას, - ამის შესახებ ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა და „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელმა, დენიელ ფრიდმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის ესწრება საერთაშორისო კონფერენციას: "პუტინიზმის დამარცხება!"

მისი თქმით, გაუგებარია იმპიჩმენტის საფუძველი, რომლის გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობამ მიიღო.

"არ მესმის იმპიჩმენტის საფუძველი, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის", - აღნიშნა ყოფილმა დიპლომატმა.

მან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, უნდა აშენოს სამართლებრივი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტების ქვეყანა, რაც გააძლიერებს საქართველოს და უზრუნველყოფს მის ადგილს ევროპულ ოჯახში.

"ევროკავშირში საქართველოს მომავალი უფრო მეტად არის საქართველოს ხელში, ვიდრე ბევრი ადამიანი ამას აცნობიერებს. ევროპა უპასუხებს რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს "ქართული ოცნება", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "საქართველოსთვის", მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებს მთავრობა და მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ ააშენოს სამართლებრივი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტების ქვეყანა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს და უზრუნველყოფს მის ადგილს ევროპულ ერთა ოჯახში", - აღნიშნა დენიელ ფრიდმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო