ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ.

ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინალ არძინბამ ორშაბათს, 4 სექტემბერს, დაწერა, მაგრამ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მისი გადადგომის შესახებ ხელი ჯერ არ მოუწერია.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას არძინბა 2021 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით, „ინტერფაქსი“ ასევე აქვეყნებს ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჯანსუღ ნანბას გადადგომის შესახებ.

„4 სექტემბერს, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯანსუღ ნანბამ, პირადი განცხადების საფუძველზე, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა, მარიანა კვიცინიამ.

შეგახსენებთ, რომ ნანბა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა, მანამდე კი - ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი იყო.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა