პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. წესისამებრ, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

„ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენთვის ყველაზე საყვარელ და სამოთხესთან გაიგივებულ კუთხეში უდიდესი სტიქია მოხდა, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე წაიღო, მათ შორის, ბავშვების და ქალების. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, აქ ალბათ, სიტყვები ზედმეტია და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილების ხსოვნას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.

დღევანდელ სესიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილებას შეუწყვეტენ. ასევე, დაგეგმილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს