კოსოვოს პრეზიდენტი სერბეთს დასავლეთ ბალკანეთში არსებული ვითარების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს

კოსოვოს პრეზიდენტი, ვიოსა ოსმანი სერბეთს დასავლეთ ბალკანეთში არსებული ვითარების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ბალკანეთის სამსახური ავრცელებს.

კოსოვოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში არსებულ ცხელ წერტილებში სერბეთის მოქმედების ორიენტირს 2014 წელს დონბასზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ქმედებები და ყირიმის ანექსია წარმოადგენს.

„სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი და სერბეთი ზედმიწევნით ასრულებენ იმ გეგმას, რომელიც პუტინმა 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, ამის მიზანი კი - მთელი დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციაა, ხოლო ამ დესტაბილიზაციის გზით ევროკავშირისა და ნატოს ფასეულობებზე თავდასხმაა“, – განაცხადა ოსმანიმ.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ, ბელგრადის მოწოდებით, კოსოვოში მცხოვრებმა სერბებმა აპრილში ჩატარებული შუალედური არჩევნების ბოიკოტირება მოახდინეს, არჩევნებში ალბანური წარმოშობის პოლიტიკოსებმა გაიმარჯვეს, რასაც ადგილობრივი სერბების პროტესტები მოჰყვა. ერთ-ერთ სოფელში პროტესტანტებმა ნატოს მშვიდობისმყოფელებსაც დაესხნენ თავს, რომლის შედეგად 30 იტალიელი და უნგრელი სამხედრო დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება