ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, კიევისთვის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაზე არსებით ზეგავლენას ამ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები ახდენენ

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ოფიციალური კიევისთვის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაზე არსებით ზეგავლენას ამ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები ახდენენ. ინფორმაციას ლიეტუვის ტელერადიოკომპანია LRT ავრცელებს.

ნაუსედას თქმით, ვინაიდან ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერას უწევენ, დემოკრატიული ქვეყნებია, მათ თავისი საზოგადოების განწყობები და ამომრჩევლის აზრი უნდა გაითვალისწინონ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია. წარმოიდგინეთ, ამა თუ იმ სახელმწიფოს ამომრჩეველი ხედავს, რომ ქვეყანაში, სადაც დახმარება იგზავნება, შესამჩნევი კორუფციული სკანდალები მიმდინარეობს. ეს ამ ქვეყნის რეპუტაციისთვის სერიოზული დარტყმაა“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ნაუსედას კომენტარი უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ადგილზე რუსტემ უმეროვის დანიშვნის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში