ირაკლი კობახიძემ განმარტა, რას ემსახურება ახალი რეგულაცია, რომლითაც პარლამენტის შენობაში შესვლის მსურველებზე საშვის დაშვებისას მიზნობრიობის მითითება სავალდებულო იქნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რას ემსახურება ახალი რეგულაცია, რომლითაც პარლამენტის შენობაში შესვლის მსურველებზე საშვის დაშვებისას მიზნობრიობის მითითება სავალდებულო იქნება.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მედიას არავითარი შეზღუდვა არ უწესდება პარლამენტის შენობაში, არამედ მედიაკულტურა წესრიგდება პარლამენტის შენობაში.

„რეალურად არაფერი რთულდება, გარკვეული საკითხები ზუსტდება, ეს არის და ეს. გახსოვთ რამხელა აჟიოტაჟი იყო იგივე მედიასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, არსებითად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ცოტა გაუმჯობესდა ქმედების კულტურა, რაც უკავშირდება მოვლენების გაშუქებას საქართველოს პარლამენტში. იგივე ეხება ახალ ბრძანებას, რომელიც გამოიცა. ხედავთ, რომ მედიას არავითარი შეზღუდვა არ უწესდება პარლამენტის შენობაში. ხდება მედიაკულტურის სხვანაირად მოწესრიგება პარლამენტის შენობაში. იგივე ეხება ახალ ბრძანებას, რომელიც გამოიცა. პარლამენტი როგორც მუშაობს ნებისმიერ ქვეყანაში და რა წესებიც მოქმედებს საპარლამენტო შენობაში, ის წესები უნდა მოქმედებდეს საქართველოშიც“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის სასახლეში შესვლის მსურველებზე საშვის დაშვების დროს, საშვის დაშვების მიზნობრიობის მითითება იქნება სავალდებულო.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება - “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში 18 სექტემბერს შევა.

ბრძანების მიხედვით, გარკვეული ცვლილებაა საშვის დაშვების წესსა და პირობებში, რაზეც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. შემოდის ვიზიტორთა ქცევის წესი, რომელიც პაპუაშვილის განმარტებით, სამუშაო და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად სტანდარტებს აწესრიგებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო