გერმანიამ უკრაინას Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა

გერმანიამ უკრაინას Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი დანადგარებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საბრძოლო მასალა აღდგენილ საწარმოო ხაზზე დამზადდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მასალის დამზადებისთვის საწარმოო ხაზის მშენებლობა ამბიციურ ვადებში დასრულდა, რაც უკრაინაში ჭურვების ხუთნიშნა ოდენობის პირველი მიწოდების საშუალება მისცა.

„ომი უკრაინაში თითქმის ყოველდღიურად გვახსენებს, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე და საბრძოლო მასალის საკმარის ოდენობაზეა დამოკიდებული. Gepard-სთვის საბრძოლო მასალის წარმოების აღდგენით, ჩვენ ამ ორ მნიშვნელოვან ასპექტზე ვამახვილებთ ყურადღებას“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, მოხარულია იმით, რომ გერმანიამ ასე მალე და ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე შეძლო წარმოების გაშვება.

„ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმ დარგებში, რომლებიც ჩვენი ძლიერი მხარეებია: არტილერია, საბრძოლო მასალა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა“, - დასძინა მინისტრმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს