მამუკა მდინარაძე თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე - მოგონილ პრობლემას ებრძვიან შუაგულ თბილისში, ამ დროს რეალური რაც არსებობს, იმას თვითონ ახორციელებენ - ფაშისტურ და „მიშისტურ“ იდეოლოგიას ასაზრდოებენ

გუშინდელი კონფერენცია და ის პლატფორმა, რაც არის, შეიძლება შეფასდეს როგორც ქარის წისქვილებთან ბრძოლა - თავის გამოგონილ პრობლემას ებრძვიან, შუაგულ თბილისში ებრძვიან პუტინიზმს, რადგან "ქართული ოცნებაა" პუტინისტი მათი პროპაგანდის თანახმად, - ასე აფასებს თბილისის საერთაშორისო კონფერენციას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, კონფერენციაზე ფაშისტურ და "მიშისტურ იდეოლოგიას" ასაზრდოებენ.

„მოგონილ პრობლემას ებრძვიან შუაგულ თბილისში და ამ დროს რეალური რაც არსებობს იმას თვითონ ახორციელებენ, ფაშისტურ იდეოლოგიას ასაზრდოებენ, "მიშისტურ" იდეოლოგიას ასაზრდოებენ, რაც პრობლემაა. ამ დროს საქართველოს მოქალაქე დგას და ფიქრობს, რომ ვერსად ნახა რეალურად პუტინიზმი. მოგონილ პრობლემას ებრძვიან ისინი, ვინც ფაშიზმს კვებავენ. როცა საქართველოს მოქალაქე ისმენს "მიშისტებისგან" და "ფაშისტებისგან", რომ ისინი არიან პროდასავლელები, არ შეიძლება ამაზე დამაზიანებელი რაიმე იყოს დასავლეთზე წარმოდგენასთან მიმართებით. ვინ გვევლინება მთავარ მედასავლეთედ - ადამიანები, ვინც კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო