სტივ ნიქსი - საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება - IRI არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებაში ძალიან დიდ აქტივს დებს

მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება აქ, საქართველოში - IRI დებს მის ძალიან დიდ აქტივს არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებაში. ველით, რომ გვეყოლება 30-დან 40-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში, აგვისტოში, არჩევნების წინ, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“, ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, სტივ ნიქსმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „არასწორი რაღაცები“ სწორედ წინასაარჩვენო პერიოდში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილზე ადრე ჩახვიდე და იქ გარკვეული პერიოდი დაყო, რათა გაიგო სწორი მიმართულებით მიდის თუ არა პროცესები.

"მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება აქ, საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა პარტიასთან, ვეხმარებით მათ მომზადებაში. IRI დებს მის ძალიან დიდ აქტივს არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებაში. ველით, რომ გვეყოლება 30-დან 40-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოში, აგვისტოში, არჩევნების წინ. ვფიქრობთ, ეს თავის წვლილს შეიტანს იმაში, რომ გარემო იყოს თანასწორი და ასევე, დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კარგი არჩევნების ადმინისტრირებაში.

როდესაც ცუდი რაღაცები ხდება არჩევნების დროს, ეს ზოგადად ხდება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და სწორედ ეს ის პერიოდია, რა დროსაც და სადაც საჭიროა დამკვირვებლების ყოფნა. ეს ეუთო/ოდირმა და არჩევნებზე დამკვირვებელმა მისიებმაც თანდათან ისწავლეს. ამიტომ საკვანძო საკითხია, რომ ჩახვიდე ადგილზე ადრე და დარჩე იქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და სწორედ ასე მიხვდები, მიდის თუ არა პროცესები სწორი მიმართულებით", - განაცხადა სტივ ნიქსმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს