მიხალ ბარანოვსკი - დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოში იოლი იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება - მთავრობა სათამაშო მოედნის თავის სასარგებლოდ გადახრას სწავლობს

ვფიქრობ, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, გლობალური დასავლეთის რეალურ ინტერესებშია, სათამაშო მოედანი მაქსიმალურად თანაბარი იყოს და შემდეგ სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია უფრო თანაბარ კონკურენტებს შორის მოხდეს , - ამის შესახებ "გერმანიის მარშალის ფონდის" ვარშავის წარმომადგენელმა, მიხალ ბარანოვსკიმ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "პუტინიზმის დამარცხება!" - განაცხადა.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ოპოზიციისთვის იოლი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თქვენ, ქართველებო, გვეუბნებით, ეს ჩვენი ბრძოლაა, დიახ, ასეა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უფრო ღრმა ნაბიჯის გადადგმა, რადგან თქვენს შემთხვევაში, თქვენი მთავრობა და ჩემს შემთხვევაში, პოლონეთის დღევანდელი ხელისუფლება, სათამაშო მოედნის თავის სასარგებლოდ გადახრას სწავლობს. ვფიქრობ, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, გლობალური დასავლეთის რეალურ ინტერესებშია იმის უზრუნველყოფა, რომ სათამაშო მოედანი მაქსიმალურად თანაბარი იყოს და შემდეგ სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია მოხდეს უფრო თანაბარ კონკურენტებს შორის", - აღნიშნა მიხალ ბარანოვსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ არჩევნების დასრულებამდე მოხდეს საჯაროდ იმის მხილება, თუ რა ხდება.

"ვხედავ ერთ ასპექტს და დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოსთან მიმართებაშიც იქნება აქტუალური, რომ არ დაველოდოთ არჩევნების შემდეგ პერიოდს და მანამდე მოხდეს საჯარო მხილება რა ხდება და არა შემდეგ ვთქვათ, რომ ძალიან ცუდი იყო და არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი", - აღნიშნა მიხალ ბარანოვსკიმ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის