ეველინ ფარკასი - პუტინს გარკვეული კონტროლი აქვს საქართველოზე, მაგრამ უკრაინის წაგების შემთხვევაში საქართველოს მიმართ უფრო აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს

პუტინს გარკვეული კონტროლი აქვს საქართველოზე, მაგრამ უკრაინის წაგების შემთხვევაში ის საქართველოს მიმართ უფრო აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ "მაკკეინის ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ყველაფერი უკრაინით იწყება და მთავრდება. თუ უკრაინა რუსეთის მიერ დამარცხდება, შემდეგ დღეს ვლადიმირ პუტინი უფრო აგრესიულ და შეუპოვარ კონტროლს აიღებს საქართველოზე.

ახლა მას გარკვეული კონტროლი აქვს საქართველოზე, ვინაიდან, სამხედრო ოკუპაციაში აქვს თქვენი ქვეყანა და თქვენს პოლიტიკაში ერევა, მაგრამ უკრაინის წაგებიდან მეორე დღეს ის უფრო აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მიმართ, მოლდოვის მიმართ, რეალურად ყველა ქვეყნის მიმართ, რომლებიც ნატო-ს არ მიეკუთვნებიან, და შემდეგ ის ნატო-ს წინააღმდეგ წავა, ვინაიდან, იცის, რომ ეს ერთადერთი საერთაშორისო ალიანსია, რომელსაც შეუძლია მის აგრესიულ ნეო-იმპერიულ ამბიციებს დაუპირისპირდეს”, - განაცხადა ფარკასმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო