ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია საბერძნეთში ქართულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს გამართავს

24 სექტემბერს, პირველად ისტორიაში, ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (IFGW) საბერძნეთში, სალონიკში, ძველ ბერძნულ ამფითეატრში, ქართულ ჭიდაობაში „აბსოლუტურ წონაში“ ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს.

ფედერაციის ცნობით, ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 25-ზე მეტი ქვეყნის ფალავანი.

„გაიმართება საზეიმო გახსნა, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას: დამსახურებული მომღერალი, ნატო მეტონიძე, ქართველი პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი, ბერძენი პიანისტი, ზიზი ნასყიდაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი, სუხიშვილების აკადემია, გაიმართება ხრიდოლის წარმოდგენა.

ტურნირი ტარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ნამდვილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითა და ფულადი პრიზით: I ადგილი- 20 000 ევრო; II ადგილი-10 000 ევრო; III ადგილი-5 000 ევრო. ასევე, სხვადასხვა სპონსორებისგან დაწესებული პრიზებით.

ერთ-ერთი სპონსორი- შპს „ოქროს საწმისი“ აწესებს ნამდვილი ოქროსგან დამზადებულ სპეციალურ პრიზს, საკოლექციო ქანდაკებას-„ოქროს საწმისს“. ამ პრიზით დაჯილდოვდება ფალავანი, რომელიც მოიპოვებს ევროპის ჩემპიონის ტიტულს. იგი ქართული ჭიდაობის წეს-ჩვეულებით კისერზე მოკიდებული ყოჩით (ოქროს საწმისით) საჭიდაო მოედანს დაარტყამს წრეს”, - აღნიშნულია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო