ვახუშტი მენაბდე - ზედმეტია კითხვის ნიშანი, აქვს თუ არა პარლამენტს თავისუფლება, არ შეუწყვიტოს პარლამენტის წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება თუ ჩათვლის, რომ მისი გაცდენები საპატიო არ იყო - რა თქმა უნდა, ამის თავისუფლება პარლამენტს არა აქვს

ზედმეტია კითხვის ნიშანი, აქვს თუ არა პარლამენტს თავისუფლება, არ შეუწყვიტოს პარლამენტის წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება თუ ჩათვლის, რომ მისი გაცდენები საპატიო არ იყო - რა თქმა უნდა, ამის თავისუფლება პარლამენტს არა აქვს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

მენაბდის განმარტებით, დეპუტატთა 1/5-ს შეუძლია პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც დავით სერგეენკოს უფლებამოსილება არ შეუწყდა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

მისივე თქმით, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გამოიწვევს.

"კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი წყვეტს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია არასაპატიო მიზეზით მორიგი სესიის სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენა. მართალია საკითხი კენჭისყრაზე დგება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტს საკითხის გადაწყვეტა პოლიტიკური მიზანშეწონილობით შეუძლია. მან ეს გადაწყვეტილება სამართლის ფარგლებში უნდა მიიღოს. ამაზე მიუთითებს კონსტიტუციის ჩანაწერიც, რომლის მიხედვით პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს.

კონსტიტუცია პარლამენტს საკითხის გადაწყვეტაში შეუზღუდავ თავისუფლებას რომ აძლევდეს, მაშინ სასამართლოში დავა ვერ წავიდოდა, რადგან არ იარსებებდა სამართლებრივი ნორმა, რომელიც პარლამენტს ბოჭავს.

რაკი კონსტიტუცია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ითვალისწინებს, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი კონსტიტუციით შებოჭილია", - განმარტავს ვახუშტი მენაბდე.

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

შესაბამისი დადგენილების მიღების მომხრე მხოლოდ ორი დეპუტატი იყო, 12-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. შესაბამისად, დადგენილება “ჩავარდა“ და დავით სერგეენკო პარლამენტში რჩება.

დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევდა, რასაც თავის მხრივ, კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე