სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს - მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ,  გაერთიანდნენ და ამ მიზნისათვის იმუშაონ

ჩვენ ნათლად ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მოუწოდებს მთავრობას და ყველა მხარეს, იმუშაონ საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად.

“ქართველი ხალხი ძალიან მკაფიო იყო. ჩვენც რაც ნათლად ვნახეთ არის ის, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა მისცა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს. საქართველოს მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, რომ გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის იმუშაონ, განსაკუთრებით საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა”, - განაცხადა პატელმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა