ოდესაზე დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსული ძალები, წუხელ, ოდესის ოლქის იზმაილის რაიონს დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, სოფლის მეურნეობის საწარმოს მძიმედ დაშავებული თანამშრომელი საავადმყოფოში გარდაიცვალა", - აღნიშნა კიპერმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად პორტთან ახლოს მდებარე ობიექტები დაზიანდა.

"დაზიანდა ახლოს მდებარე ობიექტები და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის ობიექტები: ლიფტები, ადმინისტრაციული შენობები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება