საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მომზადების ფარგლებში, 11-20 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში სომხეთ-აშშ-ს ერთობლივი წვრთნები - ARTSIV PARTNERS-2023 ჩატარდება.
ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სომხური მედია ავრცელებს.
უწყების ცნობით, წვრთნები სასწავლო ცენტრის „ზარ“-ის ტერიტორიაზე ჩატარდება და მათ მიზანს სამშვიდობო დავალების შესრულების დროს კონფლიქტის მხარეთა შორის ურთიერთობების სტაბილიზაცია წარმოადგენს.
„წვრთნების მიზანი სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციების დარგში გამოცდილების გაზიარება და ასევე ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის „ოპერატიული პოტენციალის კონცეფციის“ გეგმური შეფასებისთვის სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის გაზრდაა“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.