უკრაინის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბლინკენი კიევში დილით ჩავიდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი კიევში ორდღიანი იქნება და მის ფარგლებში უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტის გადაცემის გამოცხადებას ელოდებიან, რომლის მოცულობა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, სხვა მაღალჩინოსნებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.