საბერძნეთში, ბულგარეთსა და თურქეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა

საბერძნეთში, ბულგარეთსა და თურქეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა. კოკისპირული წვიმის და მის მიერ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, საბერძნეთში, ბულგარეთსა და თურქეთში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ნაწილი კი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„ცენტრალურ საბერძნეთში ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული, საპორტო ქალაქ ვოლოსში რეკორდული კოკისპირული წვიმის შედეგად, ერთი ადამიანია დაღუპული, ბულგარეთში ელექტრო ენერგიის მიწოდების გარეშე ერთი რაიონია დარჩენილი, სტამბოლის ქუჩები კი, მდინარეებად იქცა, დატბორილია მეტროს რამდენიმე სადგური“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბულგარეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლაი დენკოვის განცხადებით, შავ ზღვაში შტორმის შედეგად, რომელმაც სამხრეთის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია, დაიღუპა 2 ადამიანი, 3 კი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ჩრდილოეთ-დასავლეთის ნაწილში, წყლის ნაკადმა კემპინგი წაიღო, დაღუპულია 2 დამსვენებელი, 4 - უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. წყალდიდობის შედეგად, სტამბოლში დატბორილია სახლები, დაღუპულია, სულ მცირე, 2 ადამიანი. ათობით ადამიანი ბიბლიოთეკის შენობაში იყო ჩარჩენილი, ისინი მაშველებმა გამოიყვანეს. ასევე დახურულია მეტროს რამდენიმე სადგური.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო