ანა ნაცვლიშვილი - როდესაც საქმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხება, „ქართული ოცნება" კანონს არ მიჰყვება - ის მხოლოდ საკუთარ პარტიულ დღის წესრიგს მიჰყვება

როდესაც საქმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხება, "ქართული ოცნება" კანონს არ მიჰყვება - ის მხოლოდ საკუთარ პარტიულ დღის წესრიგს მიჰყვება, - ასე შეაფასა „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის მიერ იმ დადგენილების ჩაგდება, რომლის საფუძველზეც დეპუტატ დავით სერგეენკოსთვის არასაპატიო გაცდენების გამო მანდატი უნდა შეეწყვიტათ.

აქვე ნაცვლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პერსონალურად დავით სერგეენკოს მიმართ პატივისცემას ადასტურებს.

"ძალიან ღირსეული იყო დავით სერგეენკოს გადაწყვეტილება, როცა მან რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა. კარგი იქნებოდა მისთვის სხვებსაც მიებაძა...

ამ შემთხვევაში თავად "ქართული ოცნების" ქცევას შევაფასებ. "ქართული ოცნება" დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხს, ამ პროცედურის განხორციელების დროს მიყვება არა კანონს, არამედ ვიწრო პარტიულ ინტერესს, რითაც ის კანონს არღვევს.

გაგახსენებთ, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. იმის მიუხედავად, რომ ჯაფარიძესთან დაკავშირებული საკითხი სამართლებრივად ცალსახა არ იყო, პირიქით, იყო ძალიან პრობლემური, ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

ასევე, იყო შალვა ნათელაშვილისთვის და სხვა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის დროს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

შესაბამისი დადგენილების მიღების მომხრე მხოლოდ ორი დეპუტატი იყო, 12-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. შესაბამისად, დადგენილება “ჩავარდა“ და დავით სერგეენკო პარლამენტში რჩება.

დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევდა, რასაც თავის მხრივ, კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს