ანდრია გვიდიანი - მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტური გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა

პარლამენტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ორგანიზებით, დაძმობილების პროექტის შუალედური ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა, მარკ ჰედლიმ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს.

ღონისძიების სტუმრებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრია გვიდიანმა მიმართა. მან საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების და საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის, ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით, ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბიუჯეტის დაგეგმვის და მისი შესრულების ეფექტური ანალიზი. ამასთან, მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტური გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა. შესაბამისად, საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მისი დანერგვა ჩვენი შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენს“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა ბიუჯეტირებისა და ზედამხედველობის პროგრესი CESEE რეგიონში, რის შესახებაც CESEE ქვეყნების ბიუჯეტის უფროს საჯარო მოხელეთა ქსელის ხელმძღვანელმა, ბრაიან ფინმა ისაუბრა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო