სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კიევში ჩავა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კიევში ჩავა და თავისი ქვეყნის სახელით უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხეთის სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, დღეს კიევში სამიტი ტარდება, რომელშიც სომხეთის რესპუბლიკის პირველი ლედი - ანა აკოფიანიც მონაწილეობს.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში სომხეთიდან პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავა. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთსა და უკრაინის შორის არსებულ კონფლიქტში ოფიციალური მოსკოვის მოკავშირე არ არის. სამიტში დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, თურქეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, დანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების პირველი ლედები, ევროკავშირის მოხელეები, ჟურნალისტები და მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.

წლევანდელი ღონისძიება მენტალურ ჯანმრთელობას ეძღვნება.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა