მედიის ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყება

სექტემბრის ბოლო რიცხვებში რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყება. რუსული ოპოზიციური მედიის ცნობით, ხელახალი იძულებითი მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ჩატარებისა და მათი შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ გამოცხადდება.

„მობილიზაციის მეორე ტალღის ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი ტალღის როტაციის დრო მოვიდა და მათ ოჯახებში უკმაყოფილება იზრდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მოქალაქეებზე ზემოქმედების ბერკეტები გააძლიერა და ახლა მათ, ვინც მობილიზაციისგან თავიდან არიდებას შეეცდება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელის, ასევე უწყების მიღების შემდეგ სამხედრო კომისარიატში გამოუცხადებლობაზე 30 000 რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდა არის გათვალისწინებული.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა