აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის კონტრშეტევის პროგრესს ხედავს და იზრუნებს იმაზე, რომ უკრაინამ, როგორც ახლა, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში საჭირო დახმარება მიიღოს.

აღნიშნული განცხადება ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ყოველი ვიზიტის დროს მას უკრაინელების სიმამაცე და გამძლეობა აოცებს.

„პირველ ყოვლისა, მე აქ იმისთვის ვარ, რომ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება მოვახდინო. კონტრშეტევაში კარგი პროგრესი ვნახეთ. ჩვენი სურვილია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება, რომ მას შეკავების კარგი ბერკეტები, ძლიერი თავდაცვის უნარი ჰქონდეს, რათა აგრესია მის წინააღმდეგ აღარ განმეორდეს“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მან ასევე დასძინა, რომ აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას ყველა პარტნიორთან იმისთვის, რომ უკრაინას აღდგენაში, ძლიერი ეკონომიკის და ძლიერი დემოკრატიის ჩამოყალიბებაში დაეხმაროს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით კიევს დღეს ეწვია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო