ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ტერორის დამარცხება ამოცანაა ყველა ჩვენგანისთვის

კონსტანტინოვკის ბაზარზე რუსების დარტყმა განზრახ არის გაკეთებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრიდერიკსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ბევრჯერ ვიყავი კონსტანტინოვკაში ჩემს გუნდთან ერთად. და ვინც ეს ადგილი იცის, მშვენივრად ორიენტირდება, რომ ეს სამოქალაქო ადგილია, იქ ახლოსაც არ არის არანაირი სამხედრო ნაწილები. დარტყმა განზრახ გაკეთებულია. გვესმის, რომ ისინი [რუსები] იმავეს აკეთებენ, რაც ადრე, როდესაც უკრაინის თავდაცვის ძალების ესა თუ ის დადებითი შეტევითი ნაბიჯები ხორციელდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ამ რუსული ტერორის დამარცხება ამოცანაა ყველა ჩვენგანისთვის, ყველასთვის მსოფლიოში, უკრაინელებისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის”.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ კონსტანტინოვკის ბაზრის დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაიჭრა. გრძელდება ნანგრევების გაწმენდა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება