რუმინეთის პრეზიდენტი - თუ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა, ეს სუვერენიტეტის დარღვევაა

თუ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა, ეს სუვერენიტეტის დარღვევაა. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა.

რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით “სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება” უნდა ჩატარდეს.

იოჰანისის თქმით, გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს.

“თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ასეთი სიტუაცია სრულიად მიუღებელი იქნება და რუმინეთის, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება”, - განაცხადა იოჰანისმა.

მან აღნიშნა, რომ რუმინეთი ნატო-ს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებით კარგად დაცულია. იოჰანისის თქმით, ბუქარესტი ნატო-ს მოკავშირეებთან მუდმივ კონტაქტზე რჩება.

ცნობისთვის, მანამდე რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა განაცხადა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ფრაგმენტები აღმოჩნდა. აქამდე რუმინული მხარე კატეგორიულად უარყოფდა, რომ მათ ტერიტორიაზე შესაძლოა დრონები ჩამოვარდნილიყო, რომლებითაც რუსეთი უკრაინის სამხრეთს ესხმოდა თავს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა