რუსტემ უმაროვი - გავაკეთებ ყველაფერს, შესაძლებელსა და შეუძლებელს უკრაინის გამარჯვებისთვის

ჩვენი ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრსა და ყველა ჩვენს ადამიანს გავათავისუფლებთ. ამის შესახებ უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

მისი თქმით, იგი გააკეთებს “ყველაფერს, შესაძლებელსა და შეუძლებელს უკრაინის გამარჯვებისთვის - როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოველ სანტიმეტრსა და ყველა ჩვენს ადამიანს გავათავისუფლებთ”.

“ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ყველას, ვინც, სამწუხაროდ, დროებით ტყვეობაშია. ყველა მათგანს - ბავშვებს, ომის ტყვეებს, პოლიტპატიმრებს, სამოქალაქოებს…

ყოველი ჯარისკაცის ზურგს უკან 42 მილიონი უკრაინელი დგას. ყოველი ჯარისკაცის ზურგს უკან სამინისტროა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხალხის დასაცავად და უზრუნველსაყოფად. ჩვენი ხალხი, მათი სიცოცხლეები და ღირსება, არის ჩვენი პრიორიტეტი და უმაღლესი ღირებულება”, - განაცხადა უმეროვმა.

ცნობისთვის, ამ დრომდე რუსტემ უმეროვი უკრაინელი ომის ტყვეების გაცვლისა და დაბრუნების პროცესებში იღებდა მონაწილეობას.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს