პენტაგონი - აშშ დარწმუნებულია, რომ უკრაინელები ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პასუხისმგებლობით გამოიყენებენ

შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ უკრაინელები გაღარიბებული ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პასუხისმგებლობით გამოიყენებენ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, საბრინა სინგმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ჭურვები სტანდარტულია იმ ტანკებისთვის, რომელსაც შეერთებული შტატები იყენებს.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინელები, იბრძვიან რა საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად, ამ საბრძოლო მასალას პასუხისმგებლობით გამოიყენებენ", - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს, რომელიც შეიცავს ჭურვებს გაღარიბებული ურანით.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო