ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობაზე განმეორებითი ჯარიმის გაზრდის შემდეგ მომართვა 15-20%-ით გაიზარდა

ტექინსპექტირების გაუვლელობაზე განმეორებითი ჯარიმის გაზრდის შემდეგ ტექინსპექტირების ცენტრებში მომართვა 15-20%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ცვლილების ამოქმედებამდე ქალაქში ტექინსპექტირების გავლის გარეშე დაახლოებით, 200 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ახლა კი ეს რაოდენობა შემცირებულია.

„მას შემდეგ, რაც ტექინსპექტირების გაუვლელობაზე განმეორებითი ჯარიმა გაიზარდა, ტექინსპექტირების ცენტრებში მომართვა გაზრდილია, შეიძლება ითქვას 15-20%-ით. შესაბამისად, განხორციელებული ცვლილება მომართვაზე რეალურად ასახულია.

სანამ ცვლილება განხორციელდებოდა, დაახლოებით, 200 ათასი ავტომობილი იყო ისეთი, რომლებიც ტექინსპექტირების გავლის გარეშე გადაადგილდებოდა. ახლა, როდესაც ცვლილებები შევიდა, რაც გაძვირებულ ჯარიმებს შეეხება, ვფიქრობთ, ეს რაოდენობა შემცირებულია“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით; იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება - 300 ლარის ოდენობით; იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. ცვლილებები მაისიდან ამოქმედდა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე