ნატო რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნაზე - მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ

ნატო-ში აცხადებენ, რომ მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ რუმინეთს, რომლის ტერიტორიაზეც, სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა.

„რუმინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს სავარაუდოდ დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მოკავშირეებმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს რუმინეთს. სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ და მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან“, - განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა, დილან უაითმა.

ნატო-ს წევრმა რუმინეთმა, თავდაპირველად არაერთხელ უარყო უკრაინის განცხადება იმის შესახებ, რომ კვირას, ღამით, უკრაინის პორტ იზმაილზე თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონები დაეცა და აფეთქდა, მაგრამ ოთხშაბათს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევების მსგავსი ელემენტები აღმოაჩინეს.

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით „სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება“ უნდა ჩატარდეს.

იოჰანისის თქმით, გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს და თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ეს რუმინეთის, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა