პაკისტანისა და ავღანეთის საზღვართან მომხდარი დაპირისპირების გამო ქვეყნების მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიხურა

პაკისტანისა და ავღანეთის საზღვართან მომხდარი დაპირისპირების გამო ქვეყნების მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დაიხურა. Reuter-ის ინფორმაციით, თორხამის გამშვები პუნქტის დახურვის მიზეზი პაკისტანისა და ავღანეთის სასაზღვრო ძალებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლა გახდა. მხარეები ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ.

თორხამი პაკისტანისა და ავღანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სასაზღვრო პუნქტია, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურად ქვეყნებს შორის ტონობით ტვირთი გადააქვთ. რამდენიმე დღის წინ პაკისტანისა და ავღანეთის საზღვართან კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რასაც პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, 12 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება