რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი იარაღის მიწოდებას დანაშაულებრივ აქტად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი იარაღის მიწოდებას დანაშაულებრივ აქტად აფასებს.

ამის შესახებ განცხადება ბიშკეკში მიმდინარე სემინარის - „ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის გაძლიერების“ ფარგლებში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა გააკეთა.

„უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი იარაღის მიწოდება - აშშ-ს მხრიდან დანაშაულებრივ აქტს წარმოადგენს. ეს უბრალოდ ესკალაციისთვის გადადგმული ნაბიჯი კი არ არის, ეს ვაშინგტონის მიერ საბრძოლო მოქმედებების ზონაში მსგავსი იარაღის გამოყენების ეკოლოგიური შედეგებით აღმაშფოთებელი უგულებელყოფის ასახვაა“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში ასეულობით საექსპერტო მასალაა გამოყენებული იმ ზიანზე, რომლის მოტანა გარემოსთვის გაღარიბებული ურანის შემცველ იარაღს შეუძლია.

„ამერიკელებს ეგ არ აინტერესებთ. ეს გასაგებია, რადგან იარაღი მათ ტერიტორიაზე არ იქნება გამოყენებული. ასევე არ აინტერესებთ, რა შედეგები ექნება ამას იმათთვის, ვინც ახლა იბრძვის და იმ თაობებისთვის, ვინც ამ მიწაზე იცხოვრებს მომავალში”, - განაცხადა რიაბკოვმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო