ანა ნაცვლიშვილი - მაშინ, როცა პრემიერი, მისი ამფსონები, ხელის ბიჭები და გოგოები გვარწმუნებენ, რომ დასავლეთი ცუდია და აშშ ჩვენს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის, რაღა მაინც და მაინც აშშ-სკენ მიისწრაფვის?!

მაშინ, როცა პრემიერი, მისი ამფსონები, ხელის ბიჭები და ხელის გოგოები გვარწმუნებენ, რომ დასავლეთი ცუდია, აშშ ჩვენს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის, რაღა მაინც და მაინც აშშ-სკენ მიისწრაფვის?! - ასე ეხმიანება „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ- ში კერძო ვიზიტით, ჩარტერული რეისით იმყოფებოდა.

ნაცვლიშვილის თქმით, სწორი იქნებოდა ამაზე თავად პრემიერს ესაუბრა საჯაროდ, თუმცა, სავარაუდოდ, ის ხვდება, ეს არ არის ფაქტი, რომლითაც შეიძლება თავი მოიწონო ქვეყანაში, სადაც ადამიანებს არსებობისთვის ბრძოლა უწევთ.

„მაღალი სტანდარტი და სწორი მოქმედება იქნებოდა, თავად ესაუბრა ამის შესახებ საჯაროდ და ღიად, თუ არაფერია დასამალი, ამაზე თავად თანამდებობის პირები უნდა საუბრობდნენ ხოლმე, მაგრამ როგორც ვხედავთ, ის ხვდება, რომ ეს არ არის ფაქტი, რომლითაც შეიძლება თავი მოიწონო ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის უწევთ ბრძოლა. ამიტომ მალავდნენ ამ ფაქტს. ვფიქრობ, ღარიბაშვილს, პირველ რიგში, მართებს პასუხები ათასობით ქართველი სტუდენტის მიმართ, რომელიც არათუ ვერ ახერხებს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში მიიღოს განათლება, არამედ წლებია შეჩერებული აქვს სტატუსი ბინის ქირის და სწავლის საფასურის ვერგადახდის გამო. რაც მთავარია მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მას დავუსვი და რომელზეც პასუხი არ აქვს და იყო მხოლოდ ისტერია მას და მისი ტროლ-ბოტების მთელი ფერმის. მაშინ როცა პრემიერი, მისი ამფსონები, ხელის ბიჭები და ხელის გოგოები გვარწმუნებენ, რომ დასავლეთი ცუდია, აშშ ჩვენს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის და ა.შ. რაღა მაინც და მაინც აშშ-სკენ მიისწრაფვის, რატომ მოსკოვში ან პეტერბურგში არ უშვებს შვილს, როცა მენტალურად ამბობს, რომ იქ ჯობია და კარგია?! მაშინ რატომ მიისწრაფვის დასავლური ცივილიზაციისკენ?!“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის სტრატკომმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. სტრატკომი განმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა.

„კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო