იტალიაში მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს

იტალიაში მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას იტალიური ANSA აქვეყნებს.

„Maestrale-Carthago-ს სახელით ცნობილ ოპერაციაში 600-მდე სამართალდამცავი არის ჩართული. ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე 84 პირის მიმართ „სიფრთხილის ზომებს“ ახორციელებენ. 29 მათგანი უკვე გისოსების მიღმა იმყოფება, 52 - შინა პატიმრობაში, 3 - ვალდებულია ყოველდღიურად შეატყობინოს პოლიციას თავისი ადგილმდებარეობის შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოპერაციის ფარგლებში ივლისში მაფიის წევრობაში ბრალდებით 82 ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული. აგვისტოში კი, პოლიციამ ნეაპოლის მაფიის ბოსი კამორა ლუიჯი კაჩაპუოტი დააკავა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება