მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე G7-ის გაფართოების ინიციატივით გამოდის

Spiegel-ის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე, კრისტოფ ჰოისგენი „დიდი შვიდეულის“ გაფართოების იდეით გამოვიდა.

მისი თქმით, მსოფლიოში ძალათა გადაჯგუფებისა და ჩინეთის მთავრობის მზარდი აგრესიული ქმედებების გათვალისწინებით, ფორმატის გაფართოება ლოგიკური იქნებოდა.

„გაერთიანება ხასიათდება იმით, რომ საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც საერთო ფასეულობებს იზიარებენ. ეს საბაზრო ეკონომიკის მქონე დემოკრატიული ქვეყნებია. დღევანდელი წევრების წონა, განსაკუთრებით ეკონომიკური წონა, შემცირებულია“, - განაცხადა ჰოისგენმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ G7-ის ფორმატში სხვა კონტინენტებიდან დემოკრატიულად განვითარებული ქვეყნები შევიდნენ, მაგალითად სამხრეთ კორეა და ავსტრალია.

შეგახსენებთ, რომ „დიდ შვიდეულში“ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კანადა, აშშ და დიდი ბრიტანეთი შედიან.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო