გია ვოლსკი - რასაკვირველია, პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებში მთავრობასთან შეუთანხმებელი პოზიციით წასვლა კონსტიტუციის დარღვევაა - საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტი მნიშვნელოვნად ასცდა ფუნქციას, რაც მას აკისრია

„კანდიდატის სტატუსის მიღებას ხალხი იმსახურებს, მაგრამ მთავრობა არ იმსახურებს“, ეს ის ფორმულაა, რომლითაც პრეზიდენტი პარლამენტში გამოვიდა, ხოლო გაცილებით უფრო მძიმე ენითა და შეფასებებით 26 მაისს ისაუბრა - რასაკვირველია, მისი საგარეო ვიზიტებში მთავრობასთან შეუთანხმებელი პოზიციით წასვლა კონსტიტუციის დარღვევაა, - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის შეფასებით, „საკონსტიტუციო სასამართლო სწორად დაადგენს, რომ პრეზიდენტი მნიშვნელოვნად ასცდა ფუნქციას, რაც მას კონსტიტუციით აკისრია“.

„კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი დარღვეულია! რეალურად იმისკენ მოგვიწოდებენ, რომ კონსტიტუცია გვერდით გადავდოთ. რა შედეგი მოუტანა საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე კანონების გვერდზე გადადებამ, ჩვენ ეს კარგად დავინახეთ. ამას თავისი პოლიტიკური შემადგენელიც აქვს - არ შეიძლება კანდიდატის სტატუსის მიღებაზე სწუხდეს და ზრუნავდეს, როდესაც აშკარად, ღიად კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევით კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ გამოდის. დარწმუნებული ვარ, თქვენც - ავტორიტეტული მედიის წარმომადგენლები რომ ჩასულიყავით ვალტერ შტაინმაიერთან, პრეზიდენტ მაკრონთან და ნებისმიერ სხვასთან, ვისთანაც სალომე ზურაბიშვილი იყო მისული, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე რომ დაგესვათ საკითხი, საქართველო იმსახურებს თუ არა ევროკავშირის წევრობას და ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღებას, თქვენც ზუსტად იგივე პასუხს მიიღებდით. არსებობს დიპლომატიურ პოლიტიკური ეტიკეტი, რომელსაც დაცვა სჭირდება", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო