ემანუელ მაკრონი - პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშა ვერ იფრიალებს, მაგრამ ზოგიერთი რუსი სპორტსმენის მონაწილეობაზე ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე - 2024 „რუსეთის დროშა ვერ იფრიალებს“, მაგრამ ზოგიერთი რუსი სპორტსმენის მონაწილეობაზე ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს.

ინფორმაციას ფრანგული RFI-ი ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ოლიმპიურ კომიტეტზეა დამოკიდებული და არა მასპინძელ ქვეყანაზე.

„ოლიმპიური სამყაროს მიერ გადასაწყვეტი საკითხი იმაში მდგომარეობს, რა ადგილს გამოუყოფს იმ სპორტსმენებს, რომლებიც ამ თამაშებისთვის მთელი ცხოვრება ემზადებოდნენ და, შესაძლებელია, ისინიც რუსეთში არსებული რეჟიმის მსხვერპლნი არიან", - განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსული და ბელარუსული პასპორტის მქონე სპორტსმენებს ასპარეზობა მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალური ინდივიდუალური სპორტსმენის სტატუსით შეეძლებათ. გარდა ამისა, ასპარეზში მონაწილეობა უკრაინაში ომის მხარდამჭერ სპორტსმენებს და პერსონალს ეკრძალება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება