კახა კალაძე „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე - ერთი მკვდარი მეორე მკვდარს აეკიდა, რა წარმატებაზეა საუბარი?!

ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი გაერთიანებები. ერთი მკვდარი მეორე მკვდარს აეკიდა, ზოგადად, რა წარმატებაზეა საუბარი?! - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე პარტიების „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ პარტიების გაერთიანებით ახალი არაფერი მოხდება.

„ზოგადად, რა წარმატებაზეა საუბარი?! არაფერი მოხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ბევრჯერ გვინახავს ასეთი გაერთიანებები და საბოლო შედეგი რა იყო, ყველას გვახსოვს, იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება, კალაძემ აღნიშნა, რომ პარტია „დროა“ რუსეთისგან თავად ფინანსდება.

„საოცრებაა ეს ფაქტიც. ადამიანი რუსეთისგან თვითონ იღებს დაფინანსებას და დღევანდელ ხელისუფლებას რუსულს ეძახის, რომელთანაც პირდაპირ დაკავშირებულია ევროინტეგრაციის ის წარმატებული ნაბიჯები და წარმატება, რომელიც 2012 წლის შემდეგ მოხდა და ქვეყანამ მიაღწია. ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება. შესაბამისად, მათი პროპაგანდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, არის ძალიან დიდი სიცრუე. საქართველოს ხელისუფლება არის პროქართული. იცავს ჩვენი ქვეყნის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, ზეწოლა, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს ამ ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო