ფინეთის პრეზიდენტი - უახლოეს მომავალში უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს, პირიქით, მისი გაფართოების და ბირთვული იარაღის გამოყენების სერიოზული რისკი არსებობს

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, უახლოეს მომავალში უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს, პირიქით, მისი გაფართოების და ბირთვული იარაღის გამოყენების სერიოზული რისკი არსებობს.

ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, რუსი სამხედროები საკმაოდ კარგად გამაგრდნენ თავდაცვით პოზიციებზე, რაც ომის დასრულების პერსპექტივას აშორებს.

„უკრაინაში ომის გაფართოების დიდი რისკი არსებობს, ასევე სერიოზულად უნდა აღვიქვათ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკიც, რადგან ეს დასასრულს ნიშნავს“, - განაცხადა ნიინისტემ.

ფინეთის პრეზიდენტმა ასევე რუმინეთში რუსული Shahed-ის ნაწილების ჩამოვარდნის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავს ინციდენტს, ოღონდ რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, პოლონეთშიც ჰქონდა ადგილი.

„ეს დამატებითი დემონსტრირებაა იმის, რომ ასეთი ინციდენტები შეიძლება მოხდეს, განზრახ თუ შემთხვევით. წვრილმანსაც კი შეუძლია შეცვალოს სიტუაცია და სამწუხაროდ, უარესობისკენ“, - განაცხადა საული ნიინისტემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო