მოსკოვში სამეცნიერო-სამრეწველო საწარმოს შენობაში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში სამეცნიერო-სამრეწველო საწარმო „სალუტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას მოსკოვის საგანგებო სამსახურები ავრცელებენ.

„ქარხნის შენობაში ხანძრის გაჩენის შემდეგ, თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. დაზარებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, ქარხანა სამხედრო მოწყობილობას აწარმოებს.

ხანძარი მიკროელექტრონიკის შემადგენლობაზე გავრცელდა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აალება მიკროელექტრონიკის ბლოკის სავენტილაციო კამერაში მოხდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს