ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „ხიდიკრის კლდეკარის“ განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კვაცხუთში „ხიდიკრის კლდეკარის“ განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ისტორიული კოშკებსა და მიმდებარე კლდეებზე განახლდა და მოეწყო განათების ახალი სისტემა. ამბროლაურის მერიის ცნობით, განხორციელებული სამუშაოების ღირებულებამ 57 460 ლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, „ხიდიკარი“ რაჭის ერთ-ერთი პოპულარული და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია.

როგორც მერიაში აცხადებენ, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო