ილია დარჩიაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე - საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალთან კავშირში არაა - შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში, ყველა ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს უმთავრეს კანონს

შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში - ყველა, თითოეული მოქალაქე, თითოეული პასუხისმგებელი პირი, ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს უმთავრეს კანონს, კონსტიტუციას და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ პატივი ვცეთ და შევასრულოთ , - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს შეეხებოდა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან არაა სწორი.

"იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით თქვენი ფორმულირება არ არის სწორი. რაც შეეხება იმას, რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი, ამასთან დაკავშირებით არაფრის თქმა შემიძლია.

ამ [იმპიჩმენტის] საკითხის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან კავშირში არაა და მოგიწოდებთ არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ცალსახა, გასაგები განცხადება როგორც საპარლამენტო მხრიდან, ისე საქართველოს პრემიერის მხრიდან, დავრჩეთ ამ გაკეთებულ განცხადებებში.

რაც შეეხება იმას, მოდის თუ არა პრეზიდენტის ვიზიტები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, ეს ხომ სამართლებრივად არაერთხელ იქნა განმარტებული. შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში - ყველა, თითოეული მოქალაქე, თითოეული პასუხისმგებელი პირი, ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს უმთავრეს კანონს, კონსტიტუციას და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ პატივი ვცეთ და შევასრულოთ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო