ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში შეხების ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჯარების კონცენტრირებას ახდენს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება არსებითად არის გამწვავებული.

ფაშინიანის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანი რამდენიმე დღის განმავლობაში მთიან ყარაბაღში არსებულ შეხების ხაზთან და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ჯარების კონცენტრირებას ახდენს.

„აზერბაიჯანი განაგრძობს ლაჩინის დერეფნის ბლოკადას, ჰუმანიტარული სიტუაცია პიკს მიაღწია. ასევე გრძელდება სომხების წინააღმდეგ სიძულვილის რიტორიკა. ნათელია, რომ თავისი ქმედებებით აზერბაიჯანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციებისთვის ემზადება", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანასაზოგადოებამ და გაეროს უსაფრთხოების წევრმა ქვეყნებმა, რაც შეიძლება მალე, უნდა მიიღონ ზომები რეგიონში ახალი აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

„მიუხედავად ამისა, მშვიდობის დღის წესრიგის ერთგულნი ვრჩებით და მზად ვართ, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი“, - განაცხადა ფაშინიანმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება