კახა გოგოლაშვილი - შეიძლება, ბოლომდე მზად არ ვართ კანდიდატის სტატუსისთვის, მაგრამ ჩვენი მომავლისთვის ეს აუცილებელია - უფრო ვიბრძოლებთ, უფრო მობილიზებულები ვიქნებით, ჩვენ ვიქნებით უფრო მზად

ვხედავთ, რომ ხელისუფლება და მთავრობა ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. როდესაც ევროპა მზად არის, რომ ეს სტატუსი მოგვცეს, ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაჩერდეს ეს პროცესი , - ამის შესახებ „რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტის” საჯარო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის ცდილობს, ყველას მიაწვდინოს ხმა კანდიდატის სტატუსის მონიჭების მნიშვნელობაზე.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია.

“მგონია, რომ დღეს სიტყვა პატრიოტი და ჭირისუფალი საქართველოსი იგივეა, რაც ევროპული ინტეგრაციის მომხრე და ადამიანი, რომელიც ყველაფერს გაიღებს, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას.

ვხედავთ, რომ ხელისუფლება და მთავრობა ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. როდესაც ევროპა მზად არის, რომ ეს სტატუსი მოგვცეს, ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაჩერდეს ეს პროცესი… შეიძლება მზად არ ვართ ბოლომდე ამ სტატუსისთვის, იმიტომ რომ ვერ შევასრულეთ რაღაც დავალებები, მაგრამ ჩვენი მომავლისთვის ეს აუცილებელია, ჩვენ უფრო ვიბრძოლებთ, უფრო მობილიზებულები ვიქნებით, ჩვენ ვიქნებით უფრო მზად“, - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო