უკრაინამ თურქეთს შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფნის რუსეთის გარეშე გახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართა

უკრაინამ თურქეთს ოფიციალური წინადადება წარუდგინა, რომელიც შავ ზღვაში „მარცვლეულის დერეფნის“ რუსეთის მონაწილეობის გარეშე გახსნას ითვალისწინებს, - ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბოდნარმა განაცხადა.

მისი თქმით, სატვირთო გემები უკვე შეზღუდვების გარეშე დაცურავენ რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში.ელჩის განმარტებით, უკრაინა მოელის, რომ ანკარასა და კიევს ამ საკითხზე უახლოეს დღეებში კომუნიკაცია ექნებათ, ან საკითხი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განიხილება, რათა გაირკვეს, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ.

ცნობისათვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება თურქეთში, შარშან, ივლისში გაფორმდა. კრემლმა მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ შეჩერებულია. 10 აგვისტოს უკრაინამ განაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის დროებითი მარშრუტები შეიქმნა. მას შემდეგ „შავი ზღვის“ მარცვლეულის დროებითი დერეფანი ოთხმა გემმა გაიარა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის