თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოებასთან 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება შეაჯამა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოებასთან 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

აპარატის ცნობითვე, თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა და 2023 წლის შუალედური ანგარიში შეაჯამა.

სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისად დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების დინამიკაზე, მიღწეული შედეგებისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების, სახელმწიფოს მიერ დანერგილი ინტეგრაციის მხარდამჭერი მექანიზმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა ინტერაქციული რეჟიმით წარიმართა, რომელზეც დამსწრეებმა სახელმწიფო მინისტრს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს. სახელმწიფო მინისტრმა ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს, ჩვენ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმების განხორციელების ანგარიშები წარვუდგინეთ. ეს ჩვენ მიერ წარმართული პოლიტიკის ღია და ინკლუზიური განხორციელების, მონიტორინგის და ანგარიშგების პროცესის ნაწილია, რა დროსაც ჩვენ უმაღლესი დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებით, განუხრელად ვხელმძღვანელობთ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული დისკუსიისას, ჩვენ სტრატეგიის განხორციელების დინამიკის წარმოჩენაზე და იმ პროგრესზე გავაკეთეთ აქცენტი, რომელმაც უკვე არსებითი შედეგები მოიტანა. ასევე, განვიხილეთ ის სამომავლო ღონისძიებები და ინიციატივები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომ ინტეგრაციასა და ჩვენი არაქართულენოვანი მოქალაქეების სრულფასოვან მონაწილეობას და ჩართულობას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა,თეა ახვლედიანმა.

„სხდომა გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი