რუსებმა სუმი და ზაპოროჟიე დაბომბეს, არიან დაშავებულები, დანგრეული და დაზიანებული სახლები

რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქებზე, სუმსა და ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელზე, იური მალაშკოზე და სუმის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დილით, რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ერთი ადამიანი დაშავდა. თავდასხმის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, - წერს იური მალაშკო "ტელეგრამზე".

ამასთან, სუმში, საცხოვრებელ სექტორზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, დანგრეულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, დაზიანდა 20-ზე მეტი სახლი და 8 ავტომობილი და დიდ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის