შარლ მიშელი - კრემლი სურსათს იარაღად იყენებს და ყველაზე დაუცველ მოსახლეობას აზიანებს - უკრაინის პორტებზე თავდასხმები უნდა შეწყდეს

მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი მწვავე სასურსათო დაუცველობის წინაშე დგას, უკრაინის პორტებზე მიზანმიმართული თავდასხმით კრემლი ართმევს მათ საკვებს, რომელიც ძალიან სჭირდებათ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

"სამარცხვინოა, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შემდეგ ბლოკავს და უტევს უკრაინის საზღვაო პორტებს. ეს უნდა შეწყდეს", - აღნიშნა მიშელმა. მისი თქმით, მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავი ზღვის გავლით უსაფრთხო გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კრემლის შეთავაზებას, აფრიკაში 1 მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდების შესახებ "აბსოლუტურად ცინიკური" უწოდა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების უზრუნველყოფას და ამ დრომდე, ამ მარშუტების საშუალებით, 41 მილიონ ტონა მარცვლეულზე მეტის მიწოდებაა განხორციელებული.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა